სკოლის ისტორია

სსიპ სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორის N1 საჯარო სკოლა
არის რაიონის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე დიდი სკოლა, როგორც
რიცხოვნობით, ასევე თავისი ტრადიციებით. ფუნქციონირებს 1951
წლიდან და ითვლის უამრავ წარჩინებულ კურსდამთავრებულს. დღეის
მონაცემებით სკოლაში ირიცხება 516 მოსწავლე. სწავლა მიმდინარეობს
სამივე (დაწყებითი, საბაზო და საშუალო ) საფეხურზე.